21 ნოემბერი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრი დაღუპული ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლებს

mozardis-qvelmoqmedebaნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა კონფლიქტებში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლებს.

თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბავშვები მშობლებთან ერთად დაესწრებიან სპექტაკლებს “სალამურა” და “ბაში-აჩუკი”.

გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს თეატრს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები ესტუმრებიან.

2008 წლის აგვისტოს ომში, 2014 წლის კონფლიქტის დროს, ავღანეთსა და ერაყში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები – 100-მდე ბავშვი თბილისიდან და რეგიონებიდან გიორგობის დღესასწაულს მოზარდმაყურებელთა თეატრში აღნიშნავენ.