3 ნოემბერი, 2015

,,მოირას’’ კიდევ ერთი გამარჯვება

1MOIRAS-GAMARJVEBAსან-სებასტიანის კინოფესტივალის შემდეგ, ლევან თუთბერიძის ფილმმა “მოირა” კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და პრიზი მოიპოვა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

“ვულოცავთ “მოირას” მორიგ ჯილდოს.

ლევან თუთბერიძის ფილმმა აზიური ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალზე წარდგენილი 30 ნამუშევრიდან 17 ოსკარის 2016 წლის კანდიდატი ფილმია.

ამას გარდა, “მოირამ” აკადემის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლებაც მოიპოვა, რომელიც დეკემბერში გაიმართება.”