Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიკი რურკი პარალიზებულია

26 ნოემბერი, 2015

1mikiგასული საუკუნის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, ჰოლივუდის მსახიობი მიკი რურკი პარალიზებულია.

Daily Mail-ის ცნობით, ლოს ანჯელესის აეროპორტში 63 წლის მსახიობს ფოტოები მისმა გულშემატკივრებმა გადაუღეს. ვარსკვლავი, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა კრივს და პირველივე ბრძოლა მოიგო, ინვალიდის ეტლში ზის და ის აეროპორტის თანამშრომლის დახმარებით გადაადგილდება. მართალია, მას სახე საგულდაგულოდ აქვს დამალული, მაგრამ მსახიობი მისმა გულშემატკივრებმა გულმკერდზე არსებული ტატუთი ამოიცნეს.

მიკი რურსკს გულშემატკივრების ნაწილმა უკვე დიანგოზიც დაუსვა – მათი აზრით ვარსკვლავი სიმსივნით არის დაავადებული. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მსახიობმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

საზოგადოების უდიდესი ინტერესის მიუხედავად, მსახიობის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

1miki-rurki