Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მანანა გეგეჭკორს იუბილეს დაგვიანებით მიულოცავენ

20 ნოემბერი, 2015

1manana-gegechkoris-iubileცნობილ თეატრმცოდნეს მანანა გეგეჭკორს იუბილეს დაგვიანებით მიულოცავენ. საღამო მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართება.

„დაგვიანებული იუბილე – მანანა გეგეჭკორი 60“ – ასე უწოდეს საღამოს მისმა ორგანიზატორებმა, სადაც წარმოდგენილი იქნება მანანა გეგეჭკორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.

თეატრმცოდნეს გაიხსენებენ მისი კოლეგები და ის რეჟისორები ვისთანაც უშუალოდ უმუშავია. მათ შორის არიან თემურ ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, დიმიტრი ხვთისიაშვილი, დოდო ხურცილავა.

მანანა გეგეჭკორი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში (ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი) იყო თეატრის მხატვრების შესახებ მომზადებული გადაცემათა ციკლის ავტორი და წამყვანი. ტელევიზიის შემდეგ მუშაობდა მარჯანიშვილის, სოხუმის, ერთი მსახიობის თეატრებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი მოღვაწეობა მოზარდმაყურებელთა თეატრს უკავშირდებოდა, სადაც ის ლიტერატურული ნაწილის გამგედ მუშაობდა, ამავდროულად იყო რამდენიმე სპექტაკლის ინსცენირების თანაავტორი.

მანანა გეგეჭკორის საიუბილეო საღამო მოზადმაყურებელთა თეატრში 25 ნოემბერს გაიმართება.