8 ნოემბერი, 2015

ლაშა თაბუკაშვილს კიდევ ერთი პრემია მიანიჭეს

1lasha-tabukashviliმწერალსა და დრამატურგს ლაშა თაბუკაშვილს კიდევ ერთი პრემია მიანიჭეს. საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ლაშა თაბუკაშვილი ლიტერატურული პრემიის “საგურამოს” გამარჯვებული გახდა. მან პრემია მიიღო პროზის ნომინაციაში თავისი პირველი რომანისთვის “ერთიც გაგვიცინე, გიუნპლენ!”

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ლიტერატურული პრემიის „საგურამო“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 8 ნომიანციაში გამოვლინდნენ. პოეზიის ნომინაციაში ამ პრემიის მფლობელი გურამ ოდიშარია გახდა კრებულისთვის „საგალობლები შენთვის“.

ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ასევე გაიცა სპეციალური პრიზი, ილია ჭავჭავაძის მედალი – “მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა”.