3 ნოემბერი, 2015

ლაშა ბუღაძის რომანი არაბულად

1lasha-bugaddzeქართული წიგნის ეროვნული ცენტრი აქტიურად არის ჩართული ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების უცხო ენებზე თარგმნის საქმეში და მათი შემოქმედებით პოპულარიზაციაში.

არაერთი ცნობილი პოეტისა და მწერლის შემდეგ, ლაშა ბუღაძის ჯერიც დადგა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით არაბულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Al Kotob Khan-ის მიერ ეგვიპტეში გამოიცა ლაშა ბუღაძის რომანი „ლიტერატურული ექსპრესი“.

რომანი არაბულად მუჰამედ მაგდიმ თარგმნა.