18 ნოემბერი, 2015

კულტურის სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს

14საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ბრალდებებს პასუხობს.
როგორც მიხეილ გიორგაძის უწყებაში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაცია მათ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანამატების გაცემის რაოდენობა 1509%-ით გაიზარდა, რაც არასწორია:

“გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც სამინისტროებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება. ინფორმაცია, თითქოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანამატების გაცემის რაოდენობა 1509%-ით გაიზარდა სიმართლეს არ შეესაბამება.

რესპონდენტის მიერ ციფრების არითმეტიკული მანიპულირება იწვევს სახელმწიფო უწყებების და შესაბამისად მასში მომუშავე თანამშრომელთა დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას. განსაკუთრებით საწყენია, როცა ასეთ განცხადებას მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ: 2015 წლის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯი 14 ათას ლარზე მეტითაა შემცირებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წელს მოსალოდნელი პრემიებისა და დანამატების ასიგნებები 90 ათასით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.”