18 ნოემბერი, 2015

კრისტის ახალი გამოწვევა

1kristiმოდელი კრისტი არასდროს კარგავს აქტუალობას და მისთვის საინტერესო სხვადასხვა პროექტებშიც მონაწილეობს. მოდის კვირეულები, პოდიუმი, კლიპები – ეს კრისტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ამჯერად ლამაზმანი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მან არც მეტი, არც ნაკლები, მკითხაობა დაიწყო და ამის მიზეზი ახალი ფილმია, რომელსაც კინორეჟისორი ჟენია გორინი იღებს.

ფილმი მსოფლიოში ცნობილ გიტარისტზე პაკო დე ლუსიაზეა, სადაც ქართველი მოდელი მონაწილეობს. მასთან ერთად კინოსურათში ბათუმელი მუსიკოსებიც არიან დაკავებული.

“ვისაუბროთ პაკოზე” – ასეთია ფილმის სახელწოდება. რეჟისორის თქმით, ეს არ არის ფილმი იმაზე, თუ რა საოცრად უკრავდა გიტარაზე და როგორი ვირტუოზი იყო პაკო დე ლუსია, ეს არის მეტაფიზიკა იმ გენისოზე, რომელსაც პაკო დე ლუსია ჰქვია.
ფილმის პრემიერა მომავალ წელს ესპანეთში გაიმართება.