13 ნოემბერი, 2015

კოტე თოლორდავას ახალი ფილმის პრემიერა

1kotes-filmi35 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას კიდევ ერთი ახალი ფილმის ჩვენება გაიმართება.

“ანა ბანა” – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომელშიც კოტე თოლორდავასთან ერთად ცნობილი მსახიობები არიან დაკავებული. ეს ფილმი იყო კოტე თოლორდავას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მასთან ერთად გია ბურჯანაძე, ბიძინა მახარაძე, ლია კაპანაძე, დავით დარჩია, ნოდარ ხუციშვილი, ვანო გალუაშვილი, მარგარიტა კორჩაგინა, გიორგი გურგუნიძე, რამონა მიქელაძე მონაწილეობენ.

ფილმის რეჟისორი ედუარდ ოგანესიანია, პროდიუსერი – ანასტასია ახვლედიანი. ფილმის გადაღებები 4 წლის წინ საქართველოში მიმდინარეობდა.

“ანა ბანა” უკვე ნაჩვენები იყო 2012 წლის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, თბილისში კი მისი ჩვენება პირველად იმართება.

კინოთეატრ “ამირანში” 14 ნოემბერს “ანა ბანას” დახურული ჩვენება გაიმართება, რომელსაც კოტე თოლორდავას ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.