19 ნოემბერი, 2015

კინოცენტრში პანიკაა

1erovnuli-kinocentriსაქართველოს ეროვნულ კინოცენტრში პანიკაა. ინფორმაციას სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ ორაშვილი ავრცელებს:

“კინოცენტრში საკონკურსო პროცესები იძაბება!!!…….. კინოცენტრმა დღეს მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გამართა…. საკონკურსოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 14 პროექტია შემოსული….. ერთმანეთზე უკეთესი ავტორებით… ამ კონკურსზე თუ ვერ გაიმარჯვეთ, არ გაგვიბრაზდეთო… ჩვენ აუცილებლად 2016 წლის თებერვალში ახალ კონკურს ჩავატარებთო, სადაც წაგებულებს შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობაო… თან ეროვნული კინოცენტრის ცნობა აღარ დაგჭირდებათო… პლიუს მეორე ტურში გამსვლელ ფილმის ავტორებს ავტომატიურად უფლება ეძლევათ სცენარის განვითარების კონკურსში მონაწილეობის მისღებადო…ოვაშვილმა კოპროდუქციაში მოგებული თანხა უკან რომ დააბრუნა და ღებულობს მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილობას, ამაზე სიტყვა არ თქმულა…. მოკლედ, პანიკაა კინოცენტრში…”