ჯემალ ჭკუასელმა თანამდებობა დატოვა

1jemalანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა თანამდებობა დატოვა.

დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლმა “ერისიონმა” დაარსების 130 წლის იუბილეს აღნიშვნა გრანდიოზული კონცერტით დაასრულა.

ჯემალ ჭკუასელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს:

“სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” სახატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი თანამდებობიდან წავიდა. ანსამბლის სამხატვრო ხემძღვანელად დაინიშნა მისი ვაჟი. მთავარ ქორეოგრაფად კი მისი ქალიშვილი. თვითონ ბატონი ჯემალი ანსამბლის კონსულტანტი იქნება. გილოცავთ! სამართლიანობა ზეიმობს.”