ჯემალ ჭკუასელი: ,,უვიცებს არ ველაპარაკები!’’

1chkuaseliსიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის “ერნისიონი” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ფოლკლორის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა ანსამბლის ისტორიის გაყალბებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ანსამბლი რეალურად 79 წლისა და არა 130-ის, როგორც ამას ჯემალ ჭკუასელი ამტკიცებს.

“არტინფო” ჯემალ ჭკუასელს დაუკავშირდა, რომელმაც გიორგი უშიკიშვილის ბრალდებებზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

“უვიცებს არ ველაპარაკები! ეს არის არაეროვნული კაცი, ქართული არაფერი სცხია. დავუშვათ ტყუილიც რომ იყოს, ქართული საქმე კეთდება და თუ ქართველი ხარ, უნდა გიხაროდეს.

მისი ნათქვამი მიმართულია იქითკენ, რომ დისონანსი შეიტანოს ”ერისიონის” წარმატებებში. მას პირადი წყენა აქვს ჩემს მიმართ. ადრე უნდა მოგვეხსნა-მეთქი რომ ვთქვი, ამაზეა ნაწყენი. როცა ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელად მოვიდა, უკვე გამზადებული ჰყავდა თავისი ხალხი ჯემალ ჭკუასელის ადგილას, ბუღალტერია ადგილას…

მოკლედ, არის რაღაცეები, რაზეც ლაპარაკი არ მინდა.”