9 ნოემბერი, 2015

ილია ჭავჭავაძის სახლის ჭერი ჩამოიქცა

1ilia-chavchavadzis-saxliმაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა დიდი ქართველი პოეტისა და მწერლის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178-ე წლისთავი, ურთულესი და უმძიმესი მდგომარეობაა მის სახლში.

ინფორმაციას ორგანიზაცია “ძეგლის მეგობარის” პრეზიდენტი სალომე ჭანტურიძე ავრცელებს:

“ძალიან მიხარია, რომ ჩემი ფბ მეგობრები ილიას ფოტოებსა და ფრაზებს აზიარებთ, გულებს აწერთ…

არ ვიცი, თუ გსმენიათ – ილიას სახლის (საძინებლის ჭერი) ჭერი ჩამოქცეულია.

სახლი ჩუბინაშვილის ქუჩაზე არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის აგებულია.

რამდენიმე თვის წინ ვსტუმრობდით ილიას სახლს, მისი საძნებლის კარი გამოკეტილია, ოლღასა და ილიას საწოლები დაშორებული, ჭერი რომ არ დაეცეს და განადგურდეს.

დამხმარე, ამ ამბის გულთან მიმტანი და პრობლემის გადამჭრელი არ ჩანს.

13 ნოემბერს თსუ-ში კონფერენცია გვაქვს: ,,XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა და თანამედროვე გამოწვევები”, სადაც ამ სახლზე ვისაუბრებთ. მოდით და ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება გადავარჩინოთ სახლი, რომელშიც ილია ცხოვრობდა…”