19 ნოემბერი, 2015

გრიგოლ აბაშიძეს ბიუსტი გაუხსნეს

1grigol-abashidze“ლაშარელა”, “დიდი ღამე”, “ყორნალი”, “სამძიმარი”, “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება” – ეს იმ ნაწარმოებების ჩამონათვალია, რომელთა ავტორი მთარგმნელი, პოეტი და პროზაიკოსი გრიგოლ აბაშიძეა.

მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, გრიგოლ აბაშიძის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის ავტორი თეიმურაზ ასათიანია.

გრიგოლ აბაშიძე ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა რგანში დაიბადა. მისი პირველი კრებული 1938 წელს გამოიცა. სხვადასხვა დროს იგი იყო ჯერ საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. გრიგოლ აბაშიძის მთარგმნელობით საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უნგრელი პოეტის, შანდორ პეტეფის პოეზიის თარგმანებს. სიმბოლურად, მისი ბიუსტი 2008 წელს ქალაქ კიშკოროშში, პეტეფის სახლ-მუზეუმის ეზოში დაიდგა.

პოეტი და პროზაიკოსი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.