18 ნოემბერი, 2015

გოგიჩა ტელევიზიიდან გაუშვეს

1gogichaტელეწამყვანი გოგიჩა, იგივე გიორგი გოგიჩაიშვილი ტელევიზიიდან გაუშვეს. ადამიანი, რომელთანაც ათასობით პატარას ბავშვობაა დაკავშირებული, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს:

“რა ხდება საზოგადოებრივ ტელევიზიაში?

დაიწყო ნადირობა ნიჭიერ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებზე.

ადამიანი, რომლის სახელთანაც არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა “ბასტი-ბუბუ”, სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა – გიორგი გოგიჩაიშვილი “გოგიჩა”, ტელევიზიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.

ჯერ იყო და დახურეს პირველი არხის ყველაზე რეიტინგული საბავშვო გადაცემა “ყოჩაღების ქუჩაზე”, რომლის წამყვანიც ასევე გოგიჩა გახლდათ (ვითომ რამე უკეთესი მოიგონეს) ახლა კი ადამიანი საერთოდ ტელევიზიას მოაშორეს.

ალბათ გულგრილი არ დარჩებიან ბავშვები და მათი მშობლები საყვარელი ტელეწამყვანის გარშემო მომხდარი ფაქტის მიმართ,” – ამ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა კიკნაველიძე ავრცელებს.