27 ნოემბერი, 2015

გოგი ცაბაძის უცნობი სიმღერები საჯაროა

1Gogi-cabazeარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორის, კომპოზიტორ გოგი ცაბაძის უცნობი სიმღერები საჯაროა. მათზე მუშაობა მისმა შვილმა, ასევე კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ უკვე დაიწყო და რამდენიმე დღეში უცნობი სიმღერების მოსმენა გოგი ცაბაძის შემოქმედების მოყვარულებს შეეძლებათ.

30 ნოემბერს, გოგი ცაბაძის გარდაცვალების დღეს, რუსთაველის თეატრში გაიმართება მისი 90 წლის საიუბილეო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები.

კახა ცაბაძის გადაწყვეტილებით, მამის ახალ, აქამდე გამოუქვეყნებელ და უცნობ სიმღერებს ახალგაზრდა მომღერლები შეასრულებენ, ძველ და კარგად ნაცნობ ჰიტებს კი – ძველი თაობის მომღერლები და ანსამბლები.