24 ნოემბერი, 2015

გიორგი უშიკიშვილი ჯემალ ჭკუასელის წინააღმდეგ

1ushikaსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელს უპირისპირდება.

ორ ხელოვანს შორის ურთიეთრობა დიდი ხანია დაძაბულია და ამას არც ერთი მხარე არ მალავს. ჯემალ ჭკუასელი გიორგი უშიკიშვილს ქართული ფოლკლორის დამაქცევლად მოიხსენიებს, გიორგი უშიკიშვილი კი ჯემალ ჭკუასელის “ერისიონის” ხელმძღვანელობას ქართული ფოლკლორის უბედურებას უწოდებს.

გიორგი უშიკიშვილმა საჯარო განცხადება ჯემალ ჭკუასელის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააკეთა, რაც “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე, წითელ ხალიჩაზე უნდა ვატაროთო.

გიორგი უშიკიშვილი:

“ბატონი ჯემალ ჭკუასელი წლების განმავლობაში რომ სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობს ეს არის ერთი დიდი უბედურება ქართული ფოლკლორის! და დღეს კიდევ რომ ფოლკლორის ცენტრის საბჭოს პირველი კაცია ეს კი დიდი ტრაგედია! (ყოველთვის როდესაც რაიმე კრიტიკულს ვწერ პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს სიტყვაზე).”