Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი უშიკიშვილი: ,,ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას”

29 ნოემბერი, 2015

1ushikishvilis-braldebebi-chkuaseksფოლკლორის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ჯემალ ჭკუასელს მორიგ ბრალდებებს უყენებს და მას ანსამბლ “ერისიონის” ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს.

გიორგი უშიკიშვილი:

“ერისიონი 130” – გუშინ გადაიხადეს იუბილე. ანსამბლი შეიქმნა 1936 წელს, ოფიციალურად კი 1937-ში. ამ საკითხთან დაკავშირებით მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა, ხმას არავინ არ იღებს. დიდი ხანია ვამბობ, რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას მაგრამ მე, როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ არ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი. თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს რომ ვცდები, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. რაც შემეხება მე, უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებ ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებულ წერილს.

მათი ლოგიკა ასეთია, რომ ისინი თავს თვლიან ლადო აღნიაშვილის გუნდის (პირველი ქართული ქორო) შთამომავლებად, რომელიც 1885 წელს შეიქმნა და თუ არ ვცდები, 2 წელი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი დაიშალა. ლადო აღნიაშვილის გუნდსა და “ერისიონს” შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. (თუ ვინმე შეეცდება დამისაბუთოს რომ ვცდები, მადლობელი ვიქნები). ამ ლოგიკით დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ანსამბლი შესაძლებელია თავს თვლიდეს ლადო აღნიაშვილის გუნდის შთამომვალად და წელს ყველამ გადაიხადოს 130 წლის იუბილე.

რაც შეეხება “ერისიონს”, 1936 წელს მოსკოვში დეკადაზე გამგზავრების წინ შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები. 1937 წელს დეკადაზე გამგზავრების შემდეგ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა კირილე პაჭკორია.”