3 ნოემბერი, 2015

გიორგი ოვაშვილის უარი ეროვნულ კინოცენტრს

1ovashvilis-uariსაქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა კინოცენტრმა 2015–2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსის მეორე ტურში მონაწილე სამ პროექტს შორის ქულები ასე განაწილდა:

„43 – ორმოცდასამი” (პროდიუსერი შპს „სინეტექი” დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე) – 152 ქულა.

„მძევლები” (პროდიუსერი შპს „20 STEPS PRODUCTIONS” დირექტორი ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი რევაზ გიგინეიშვილი) – 154 ქულა.

„ხიბულა” (პროდიუსერი შპს „ალამდარი” დირექტორი გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) – 140 ქულა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებას საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით მიიღებს მეორე ტურში გადასული სამივე პროექტი:

პროექტი „43 – ორმოცდასამი” – 370 000 ლარი;

პროექტი „მძევლები” – 330 000 ლარი;

პროექტი „ხიბულა” – 200 000 ლარი.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მიღებულ გრანტზე, რომელიც 75, 948 ლარს შეადგენს, უარი განაცხადა. მიზეზი რეჟისორს ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია.