გიორგი ნაკაშიძე დაინიშნა

1giorgi-nakashidze“იქს ფაქტორის” მეორე სეზონის გამარჯვებულის გიორგი ნაკაშიძის გული დაკავებულია. ბათუმელი ჯარისკაცი, რომელმაც პროექტში მონაწილეობით გულშემატკივართა დიდი არმია გაიჩინა, დაინიშნა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია მომღერალმა დიმა კობეშავიძემ გაავრცელა:

“დღეს გავიგე მაგარი ამბავი და მინდა გაგიზიაროთ !!!!! გიორგი ნაკაშიძე და ნინი ბრეგვაძე დაინიშნენ!!!! მიყვარხართ!”

ინფორმაცია გიორგის და ნინის სიყვარულის შესახებ პროექტის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგაც არაერთხელ გავრცელდა, თუმცა წყვილი ამ ამბავს კატეგორიულად უარყოფდა.