26 ნოემბერი, 2015

გია ყანჩელის იუბილე ბაქოშიც აღინიშნება

1gia-yancheli-briuselshiქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აზერბაიჯანის დედაქალაქშიც აღინიშნება.

ბაქოში საიუბილეო კონცერტი 27 ნოემბერს არის დაგეგმილი. დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ალტისტი გიორგი ცაგარელი უკვე ბაქოში იმყოფებიან და მონაწილეობას მიიღებენ გია ყანჩელის საიუბილეო საღამოში.

ნიკოლოზ რაჭველი:

“მე და გიორგი ცაგარელი გამოვდივართ აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად… სადღესასწაულოდ აღინიშნება გია ყანჩელის იუბილე!

გვაცხოვრებენ საოცარ სასტუმროში, რეპეტიციებზე დაგვატარებენ გალაპლაპებული შავი მერსედესებით და თან ცალცალკე, ეტყობა აქ ასეთი წესია, გზაში ერთმანეთი ლაპარაკით რომ არ შევაწუხოთ…

ორკესტრი საკმაოდ მომზადებული დაგვახვედრეს, გუნდიც კარგად მღერის, ბილეთები აღარ არის და ძლივს ვშოულობთ მოსაწვევებს ადგილობრივი მეგობრებისთვის…

ბერლინის, სტრასბურგის, ბრიუსელის, ტალინისა და კიევის შემდეგ ბაქოს პუბლიკას შევხვდებით და იმედია ისევე გულთბილად მიგვიღებენ, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ

ქალაქებში.
თბილისში კი დეკემბერში გვექნება გამოსვლები…”