4 ნოემბერი, 2015

გია ყანჩელი რეკორდსმენია

1gia-kancheli-rekordsmeniaკომპოზიტორი გია ყანჩელი რეკორდსმენია. წელს მაესტრო 80 წლის იუბილეს აღნიშნავს და საქართველოს ქალაქების გარდა, უცხოეთშიც იმართება საიუბილეო ღონისძიებები.

ბერლინის, ბრიუსელის და ქუთაისის შემდეგ გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისშიც გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორებმა ღონისძიება მხოლოდ ერთ დღეს – 10 ნოემბერს დანიშნეს, მაგრამ 2200 ბილეთი ელვის სისწრაფით გაიყიდა და ბევრი მსურველი კონცერტს მიღმა დარჩა.

ეს რეკორდია – გია ყანჩელმა და მისმა შემოქმედებამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ათასობით გულშემატკივარი გააერთიანა.

ნიკოლოზ რაჭველი:

“10 ნოემბერს დაგეგმილი გია ყანჩელის საიუბილეო საღამოს ბილეთები 24 საათში მთლიანად გაიყიდა და რადგან ჩვენ ქალაქში კონცერტზე დასწრების მსურველები მრავლად არიან და ვერ მოასწრეს ბილეთების შეძენა, გადავწყვიტეთ, 11 ნოემბერს კვლავ გავიმეოროთ ჩვენი საკონცერტო პროგრამა.

ბილეთები კვლავ უსწრაფესად იყიდება. 12 რიცხვს, სამწუხაროდ, ვერ დავამატებთ, რადგან ეროვნული ორკესტრი, გიორგი ცაგარელი და თქვენი მონამორჩილი ტალინში მივემგზავრებით ესტონეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შემდგომ მე და გიორგი ტალინიდან კიევში გადავდივართ, სადაც დედაჩემის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმფონიის პრემიერაა დაგეგმილი უკრაინის ფილარმონიული ორკესტრის მიერ, შემდგომ კი ბაქოში მივემგზავრებით, სადაც გია ყანჩელის იუბილე აღინიშნება და ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას.”