21 ნოემბერი, 2015

,,ღამის სერენადები’’ დააჯილდოვეს

1gamis-serenadebiლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, რესტორან ფუნიკულიორში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ აღიარებულები გამოავლინეს.

ნომინაციაში წლის საუკეთესო ფესტივალი ლიანა ისაკაძის “ღამის სერენადები” დასახელდა. ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალად აღიარეს.

მარიამ დავითაშვილი და ლიანა ისაკაძე ამ ფესტივალს წლებია მართავენ. თავდაპირველად ფესტივალი სოჭში ტარდებოდა, მოგვიანებით ბორჯომში გადაინაცვლა, ახლა კი მას ყოველწლიურად აჭარა მასპინძლობს. ფესტივალი ნამდვილად გამორჩეულია თავისი მაღალპროფესიონალიზმით, “ღამის სერენადებში” მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ.