15 ნოემბერი, 2015

გალაკტიონის ,,მერი’’ 100 წლისაა

1galaktionis-meriქართული პოეზიის მეფისბ გალაკტიონ ტაბიძის უკვდავი ლექსი “მერი” 100 წლისაა. საიუბილეო თარიღი სპეციალური საღამოთი აღინიშნება, რომელშიც ქართული კულტურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება გალაკტიონის საიუბილეო საღამო, რომელიც ეძღვნება მისი ლექსის „მერი“ პუბლიკაციის 100 წლისთავს.

18 ნოემბერს დაგეგმილი საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია თსუ დასავლეთევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც წარმოადგენს ლექსი „მერი“-ს შექმნის ამბავს, როგორც მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგს.

ღონისძიებას დაესწრებიან გალაკტიონის შვილობილი ქალბატონი ნუნუ ებანოიძე და მერი შერვაშიძის ნათესავი ქალბატონი თათული ღვინიაშვილი. გალაკტიონის ამ თემასთან დაკავშირებულ ნაწარმოებებს შეასრულებენ ცნობილი მუსიკოსები ნესტან მესხი, ზვიად ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, დავით არჩვაძე, ოთარ ჯორჯიკია, ანა ჭანია.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება საილუსტრაციო მასალა, საინტერესო ფოტოები და მოეწყობა ვიდეო ჩვენება.