28 ნოემბერი, 2015

გადავარჩინოთ 16 წლის პიანისტი

1nino-chkoniaზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას გულთან ახლოს მიიტანონ 16 წლის ახალგაზრდა პიანისტის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა:

“SOS!!! ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ჭყონიას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება: თავის ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე.

ნინო 1 თვეა, რაც უგონო მდგომარეობაში წევს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) მდგომარეობა ძალიან რთულია.

16 წლის ნინოს უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე. საჭიროა დამატებითი ოპერაციები და ქიმიოთერაპია საზღვარგარეთ.

უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას!”

ანგარიშის ნომერია:TBC BANK
GE83TB7273536010300021
მიმღები: ფატიმა სახელაშვილი

 

♪♫♩♪♫♩♪♫♩♪

Posted by Nino Chyonia on Wednesday, 18 December 2013