Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ევგენი ონეგინი’’ დაპირისპირების მიზეზი ხდება

5 ნოემბერი, 2015

1evgeni-oneginiლიტველი რეჟისორის რიმას ტუმინასის სპექტაკლი “ევგენი ონეგინი” დაპირისპირების მიზეზი ხდება. სპექტაკლის სამდღიანი ჩვენება თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

სპექტაკლი ქართველმა მაყურებელმა დიდი ოვაციებითა და აღფრთოვანებით მიიღო, რასაც ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია გამოეხმაურა:

“რუსული დასების სპექტაკლებს არ ვესწრები. მაგრამ ისე მიშლით ნერვებს, ვფიქრობ დავესწრო დღეს “ონეგინს”. სპექტაკლი ნანახი მაქვს. ქაღალდის წვიმით და მოფარფატე ქალებით, ბალერინათი… მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, განსაკუთრებით როდის კარგავს გონებას და როდის ვარდება სიყვარულის მორევში ჩემი ოკუპირებული და ღირსებადაკარგული ხალხი. აქ ვინც დაიწყებს კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეაო, ხმას არ გავცემ, დავბლოკავ.”

სოფო კილასონიას განცხადებას ფესტივალის დამაარსებელმა ქეთი დოლიძემ უპასუხა:

“ვპასუხობ ქალბატონ კილასონიას! თუ არ დაბრძანდებით რუსული დასების სპექტაკლებზე, რომლებსაც ლიტველი დიდი რეჟისორები დგამენ, ეგ თქვენი საქმეა. სწორედ თქვენნაირები არიან, რომ ომისკენ მიჰყავთ ქვეყანა, თქვენი მოუქნელობით, ზიზღით, რადიკალიზმით, წინდაუხედაობით! ვიდეოზე თუ ნახულობთ და აფასებთ სპექტაკლებს, დარჩით სახლში. ნუ დაიკავებთ ადგილს თეატრში!!!! სხვამ ნახოს სპექტაკლი! წარმოუდგენელია, თეატრმცოდნე თუ ხელოვნებათმცოდნე ამდენ ზიზღს და ბოღმას ანთხევდეს. რა უფლებით იღებთ “ექსკლიუზივს” სამშობლოს სიყვარულზე! მიშიზმი შეგყრიათ და ამიტომ მეცოდებით. მაგრამ ხალხი ბრძენია და ამ თქვენ ისტერიას არ აყვება. წადით საზღვარზე და დაიწვით პროტესტის ნიშნად თავი! ასე უფრო არ აჯობებს?????”