21 ნოემბერი, 2015

ეროვნულ ბიბილიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი გაიხსნება

1konstantine-gamsaxurdiaსაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

გიორგი კეკელიძე:

– დეკემბრის ბოლომდე ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ საბიბლიოთეკო დარბაზებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტი შეემატება. მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ კარგ ამბავს გიტოვებთ და მივდივარ გურიაში. ხვალ ფოთშიც შევივლი და პატარა ბიბლიოთეკას გავხსნი.

– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტში მისი პირადი ნივთებიც იქნება წარმოდგენილი?

– ამ ეტაპზე იქნება მისი წიგნები. ნივთებს რაც შეეხება, მისი პირადი ლეგენდარული სკამის დორებით მფლობელობაში გადმოცემას დაგვპირდა ცოტნე გამსახურდია. ჯერ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.