16 ნოემბერი, 2015

ელისო ბოლქვაძის საჩუქარი პრაღელებს

1eliso-pragashiიუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე მსოფლიოს მასშტაბით მართავს კონცერტებს. მსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტს არც ქველმოქმედება ავიწყდება და როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მართავს სიკეთისადმი მიძღვნილ საღამოებს.

ელისო ბოლქვაძე ამჯერად პრაღაში დაუკრავს. ქართველი პიანისტის საქველმოქმედო საღამო 20 ნოემბერს წმინდა სიმონისა და იუდას ეკლესიაში გაიმართება.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია. სურვილის შემთხვევაში კი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ნებაყოფლობითი შემოწირულობებისთვის.

ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია “დიაკონიას” გადაეცემა.