7 ნოემბერი, 2015

ელდარ შენგელაია დააჯილდოვეს

1eldar-shengelaia-daajildovesელდარ შენგელაია დააჯილდოვეს. ქართველი რეჟისორი ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც ქალაქ მალათიაში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება.

რიგით მეექვსე საფესტივალო პროგრამაში ორგანიზატორებმა ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივაც შეიტანეს და კინოფესტივალის სტუმრებს ქართველი რეჟისორის საუკეთესო ფილმები უჩვენეს.

ფესტივალის ეგიდით, ელდარ შენგელაია მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. კინოხელოვანმა ფესტივალის მთავარი ჯილდო კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

წელს მალათიის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 150 ფილმი სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის 65 მხატვრული ფილმია. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 12 ნოემბერს გაიმართება.