Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ რიაზანოვს კინოსამყარო ეთხოვება

30 ნოემბერი, 2015

1eldar88 წლის ასაკში არაერთი ცნობილი და საყვარელი ფილმის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. ამჯერად ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა, რადგან არაერთხელ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. რუსული ტელეარხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ელდარ რიაზანოვის მკურნალ ექიმს ფულიც კი შესთავაზა, თუკი პირველი რეჟისორის გარდაცვალების შესახებ სწორედ მას აცნობებდა.

კოლეგები, მეგობრები და ახლობლები კიდევ ერთხელ იხსენებენ რეჟისორს და მის შემოქმედებას, რომელიც მხოლოდ სიკეთისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდა მაყურებელს.

ელდარ რიაზანოვი მოსკოვის საავადმყოფოში 30 ნოემბერს გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში რეჟისორი ხშირად ხვდებოდა საავადმყოფოში. ხელოვანი საავადმყოფოში 21 ნოემბერს სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. 29 ნოემბერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ექიმებმა სუნთქვის აპარატზეც შეაერთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

“უფრთხილდით ავტომობილს”, “ავტოფარეხი”, “ბედის ირონია, ანუ გაამოთ”, “სამსახურებრივი რომანი”, “ჰუსარული ბალადა”, “საკარნავალო ღამე” – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბავშვობაში მეზღვაურობაზე მეცონებე სახალხო კომედიების რეჟისორმა გადაიღო.