9 ნოემბერი, 2015

ეკა ჩხეიძის ახალი გამოწვევა

1eka-chxeidzeმარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ჩხეიძე ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ის გასცდა საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებას მიაღწია.

მსახიობი ქართველ კოლეგასთან, თავისუფალი თეატრის მსახიობთან, აპოლონ კუბლაშვილთან ერთად ფინეთში მოღვაწე აზერბაიჯანელმა რეჟისორმა კამრან შაჰმარდანმა თავის ახალ ფილმში გადაიღო.

“The Murderer” (მკვლელი) – ასე ეწოდება ფილმს, რომლის პრემიერამაც ბაქოში დიდი წარმატებით ჩაიარა. კამრან შაჰმარდანის ფილმი თეატრალურ მანერაშია გადაღებული, რაც მსახიობისთვის ერთგვარი გამოწვევაა.

“The Murderer” მონაწილეობდა ევროპული ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, მომავალში კი სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზეა მიწვეული.

“არტინფო” ახალ ფილმთან დაკავშირებით ეკა ჩხეიძეს ესაუბრა:

– ფილმში მარტო მე და აპოლონ კუბლაშვილი ვართ… მეტი არავინ. მისი რეჟისორია კამრან შაჰმარდანი, ფინეთში მოღვაწე აზერი თეატრის რეჟისორი. ფილმიც თეატრალურ მანერაშია გადაღებული, ელჩინი არის აზერი ცნობილი დრამატურგი და მისი პიესის მიხედვით.

– სად “გიპოვნათ” რეჟისორმა თქვენ და აპოლონ კუბლაშვილი?

– ვინც ეძებს, ის პოულობს. თბილისში იყო ჩამოსული, კასტინგი ჰქონდა და ჩვენ აგვირჩია.

– რით დაგაინტერესათ ფილმმა?

– როლმა დამაინტერესა, რატომაც არა. ეს არის ფილმი ქალის ისტორიაზე და ამ ქალს მე ვთამაშობ.

– გვაქვს შანსი, რომ ფილმი საქართველოშიც ვნახოთ?

– ჯერ ფესტვიალებზე მიდის ფილმი. სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე იმოგზაურებს და მერე ალბათ საქართველოშიც აჩვენებენ.