16 ნოემბერი, 2015

ეკა აფშილავა გათხოვდა

1eka-afshilava“კომედი შოუს” ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ეკა აფშილავა გათხოვდა. მან და მისმა რჩეულმა კვირას იქორწინეს. წყვილის ქორწილში ბევრი ცნობილი სახე შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ “კომედი შოუს” მსახიობებიც.

ეკა აფშილავა პროფესიით მსახიობია და წლებია “კომედი შოუს” სახეა. მისი რჩეული ბაჩო კაპანაძეა.

ეკას და ბაჩოს ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს და გაბედნიერება მიულოცეს.

ახლადდაქორწინებულმა წყვილმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.