Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო ტურაშვილი დააჯარიმეს

26 ნოემბერი, 2015

1dato-turashviliმწერალი დათო ტურაშვილი დააჯარიმეს. ხელოვანი სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ნარკოდანაშუალში ბრალდებულ მსახიობის ირაკლი რამიშვილის მხარდასაჭერად მივიდა.

სასამართლო სხდომა ხმაურით წარიმართა. მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ირმა ჭკადუა და მწერალი დათო ტურაშვილი. დათო ტურაშვილი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მსახიობს თავდებში უდგება და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მწერალი მოსამართლემ 200 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი დათო ტურაშვილის მიერ პროკურორების ქმედებების გაპროტესტება გახდა. მისი მტკიცებით, ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარდგა სასამართლოს წინაშე, ამიტომაც მათ განათლებისკენ მოუწოდა. დათო ტურაშვილის ეს ქმედება გახდა მოსამართლის მხრიდან მისი გაძევებისა და დაჯარიმების მიზეზი.

– მირჩევნია დააპატიმრონ, იქედან გამომდინარე, რომ ფინანსური პრობლემები მაქვს და დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადავიხდი, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.