19 ნოემბერი, 2015

დათო კენჭიაშვილი: ,,ტყუილია!”

1dato-kenchiashviliმომღერალი დათო კენჭიაშვილი ხშირად ექცევა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მომღერალი უკვე მიჩვეულია იმას, რომ მის მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. დათო კენჭიაშვილი ამჯერადაც მოექცა ცნობისმოყვარეთა ეპიცენტრში და ამან იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ მომღერალი იძულებული გახდა საგანგებო განცხადება გაეკეთებინა.

დათო კენჭიაშვილი:

“ნუ მილოცავთ გაბედნიერებას, ტყუილია, არ მომიყვანია ცოლი, არც საცოლე მყავს“.

დათოს დაოჯახების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რაც ერთ-ერთი გადაცემის ანონსში მომღერალი გოგონასთან ერთად გამოჩნდა.