28 ნოემბერი, 2015

ანდრეი მაკარევიჩი თბილისში აღარ ჩამოვა

1andrei-makarevich2 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი რუსი როკ-მომღერლის ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი აღარ გაიმართება, ინფორმაციას კონცერტის ორგანიზატორები ავრცელებენ.

‎Tbilisi Open Air Alter/Vision‎-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გაუთვალისწინებელი ‎პრობლემები გახდა:

“სამწუხაროდ, სხვადასხვა ქალაქებიდან გართულებული ფრენების გამო, 2 დეკემბერს ანდრეი მაკარევიჩის ბენდის ნაწილის თბილისში დროულად ჩამოყვანა ვერ ხერხდება. შეიქმნა რისკი, რომ ლაივი არ შედგეს ან იყოს არასრულყოფილი.

შესაბამისად, იძულებულები ვართ, მაკარევიჩის მენეჯერებთან შეთანხმებით, შოუ გადავდოთ 2016 წლის 9 მარტისთვის. ეს უახლოესი შესაძლო თარიღია, რომელზეც ორივე მხარემ მოვილაპარაკეთ.

ჩვენ 3 დეკემბრამდე ვწყვეტთ ბილეთების გაყიდვას. 3 დეკემბრიდან ბილეთების გაყიდვა ჩვეულებრივად განახლდება. ბილეთების ფასი არ შეიცვლება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის.”