10 ნოემბერი, 2015

აკაკი წერეთლის უნიკალური ექსპონატები საჯაროა

1akaki-175აკაკი წერეთლის უნიკალური ექსპონატები საჯაროა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა პოეტისა და მწერლის 175 წლის იუბილეს და გარდაცვალების 100 წლისთავს სპეციალური პროექტი მიუძღვნა.

მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ წარადგინა 220 გვერდიანი კატალოგი, სადაც 500-მდე ილუსტრაციაა და მათი უმეტესობა ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო.

კრებული რვა ძირითად თავს მოიცავს, რომელშიც შესულია მწერლის ცხოვრების როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად შესწავლილი და განხილული დეტალები.

წიგნი ეფუძნება ხელოვნების სასახლეში დაცულ საარქივო დოკუმენტებს – აკაკის, როგორც რეჟისორისა და მსახიობის შესახებ; ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებულ მასალებს, სადაც ასახულია აკაკის შემოქმედებითი მოღვაწეობა. კატალოგში გამოყენებულია საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმების უნიკალური ექსპონატები.

საიუბილეო კატალოგის პრეზენტაციის ფარგლებში ხელოვნების სასახლეში დაცული ბაში-აჩუკისა და თავადი ჩოლოყაშვილის კინო-კოსტიუმების გამოფენაც მოეწყო.