19 ნოემბერი, 2015

ქეთევან ქემოკლიძის საჩუქარი ქართველ მსმენელს

1ketevan-kemoklidzeმსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე ქართველ მსმენელს საჩუქარს უმზადებს.

პლასიდო დომინგოს ფავორიტი მომღერალი თბილისში განსაკუთრებული მისიით ჩამოდის და მონატრებულ საზოგადოებასთან შეხვედრას საგანგებო კონცერტით გეგმავს.

ქეთევან ქემოკლიძე საზღვარგარეთ ცხოვრების 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში სამშობლოს მაშინვე სტუმრობს, როგორც კი ამის შანსი მიეცემა.

“მზე კი ყველასთვის ანათებს” – ასე ეწოდება კონცერტს, რომელიც 26 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. უმშვენიერესი მეცოსოპრანო ჩაიკოვსკისა და მალერის ნაწარმოებებს იმღერებს.

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრ სვიმონ ჯანგულაშვილი უდირიჟორებს. თუკი სვიმონს ფართო საზოგადოება აქამდე სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტად იცნობდა, ახლა კი მისი შეფასება დირიჟორის ამპლუაშიც მოუწევს.