8 ნოემბერი, 2015

უკრაინული ,,იქს ფაქტორი” ერთმა ქართველმა დატოვა

1iqs-faqtori-ukrainashiუკრაინული “იქს ფაქტორი” ერთმა ქართველმა დატოვა. პროექტის 12 ფინალისტში ჟიურის მიერ ხუთი ქართველი შეირჩა. ბესო ნემსაძე, ქრისტინე მარტიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, თათია კობალაძე და ჯგუფი “sparkle”.

მეექვსე სეზონის პირველი ლაივ კონცერტი წარუმატებელი აღმოჩნდა ბესო ნემსაძისთვის. მან ქართული სიმღერა ”ქარი ქრის”  და Eric Clapton-ის ”Autumn Leaves” შეასრულა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა და პროექტს მიღმა აღმოჩნდა.

ბესო ნემსაძე:

“მოკლედ იქს ფაქტორში სიცოცხლისთვის ვიმღერე ეს სიმღერა. სიტყვები ამერია, მაგრამ მთავარი ეს არაა. ჩემი აზრით, მაქსიმუმი ემოცია ჩავდე, თუმცა დღეს მაინც დავტოვე პროექტი… არა უშავს, რაღაცა სრულდება, რაღაცა იწყება. მადლობა მხარდაჭერისთვის.”