20 ნოემბერი, 2015

პაატა ბურჭულაძემ კონცერტები გააუქმა

1paata-burchuladzem-konvcertebi-gaauqmaსაოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ კონცერტები გააუქმა. მსოფლიო ბანის გადაწყვეტილებით, 2016 წელს დაგეგმილი მისი კონცერტები აღარ ჩატარდება.

ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თავად გაავრცელა. ამის მიზეზი ორგანიზაცია “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდია” (ააიპ) საჯარო რეესტრში 2015 წლის 30 ოქტომბერს გატარდა რეგისტრაციაში.

პაატა ბურჭულაძე:

“მე არასოდეს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ მომცა ამის შანსი და გამოვიყენე. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შემიქმნა პირობები, რომ უნდა გავმხდარიყავი ქველმოქმედი. ამჯერად მე ჩამოვაყალიბე ფონდი. მე არ უარვყოფ, არც ვადასტურებ – თუ ცხოვრება მანახებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე აუცილებლად გავაკეთებ მაგასაც. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატად ჩემს კანდიდატურას, დღეს ამას ნამდვილად გამოვრიცხავ.

უახლოეს დღეებში დაგეგმილი მაქვს სამუშაო შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. შევხვდები მექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ფონდის მიზნებზე, ამოცანებზე და სამოქმედო გეგმაზე, საქართველოს განვითარების ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე უფრო დეტალურად დეკემბერში ვისაუბრებ.”