1 ოქტომბერი, 2015

ზურა ბეგალიშვილის ბოლო საჩუქარი მაყურებელს

1zura-begalishvilis-bolo-filmiზურა ბეგალიშვილი ორი თვის წინ 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი სამსახიობო ოსტატობით, არაერთ ქართულ ფილმში მონაწილეობდა. მან თავის ერთგულ მაყურებელს ბოლო საჩუქარი დაუტოვა, რომლის ნახვაც დაინტერესებულ საზოგადოებას კინოთეატრებში უკვე შეუძლია.

საქართველოს კინოთეატრებში წარმოდგენილი იქნება კრიმინალური კომედია “კრიმინალები”, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც ბაჩო გოქაძეა. ზურა ბეგალიშვილთან ერთად ფილმში მონაწილეობენ გიგი მიგრიაული, დევი ბიბილეიშვილი, გიორგი გურგულია, სანდრო მიკუჩაძე, დათო ხახიძე, ანსკე ხუფენია, ვასო ბახტაძე, გიორგი გოგუაძე, ლაშა კანკავა.

ფილმის პრემიერა 18 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პრემიერა შემოდგომისთვის გადაიდო. ზურა ბეგალიშვილი აგვისტოში გარდაიცვალა, ფილმის გადადებული პრემიერა მის გარეშე ჩაივლის.

“დათოს და ლაშას ზუსტად 24 საათი აქვთ, იმისათვის, რომ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს დიდი ვალი დაუბრუნონ. ფილმის მთავარი გმირებს, რომლებსაც კანონიერად, ფულის შოვნის ყველანაირი გზა აქვთ მოჭრილი, გადაწყვეტენ უკანონო გზებით მოაგვარონ პრობლემა,” – ასეთია ახალი ქართული ფილმის სინოფსისი, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში პირველი ოქტომბრიდან გავა.