29 ოქტომბერი, 2015

ზუმბა: ,,ვერ ვპატიობ ვერანაირად!”

1zumbaსაქართველოდან ამერიკაში გადახვეწილი მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა საჯარო განცხადებას ავრცელებს და საინტერესო ქართულ სტერეოტიპულ ფაქტზე საუბრობს.

ზუმბა:

“ძალიან საინტერესოა ერთი ესეთი ქართული სტერეოტიპული ფაქტი!!!!!

მეტად საწყენია, როცა ადამიანები შენს პიროვნულ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით ცხოვრებას უკეთებენ შეფასებას ძალიან ზედაპირულად, თითქმის ჭორების დონეზე. სურვილიც არა აქვთ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, უფრო მეტად კომპეტენტურები იყვნენ და უფრო პროფესიულ სიღრმეებში შემოგედავონ! მითუმეტეს, როდესაც დღეს ამდენი საჯარო ინფორმაცია მოიპოვება უპრობლემოდ. ჩამოვწერ შესაბამის ბმულებს და ვებ-გვერდებს.

გაეცანით, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ზუმბას შემოქმედება მხოლოდ “ვაშლის გამყიდველო” და “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი” გგონიათ.

P.S. პირადი შეურაცხყოფა შემიძლია ვაპატიო ადამიანებს, მაგრამ შემოქმედების და ცხოვრების წესის აბუჩად აგდებას ვერ ვპატიობ ვერანაირად!”