1 ოქტომბერი, 2015

ჟანრი ლოლაშვილი სცენას უბრუნდება

1janri-lolashviliრუსთაველის თეატრის მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სცენას უბრუნდება.

მშობლიური რუსთაველის თეატრის 137-ე სეზონზე მსახიობი კოლეგებთან ერთად წარმოადგენს მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ სპექტაკლს ,,კაცია-ადამიანი?!“

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მხატვარი მირიან შველიძე, კომპოზიტორი გია ყანჩელი, მუსიკალური გამფორმებელი ია საკანდელიძე, ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, ქორეოგრაფი გოგი ალექსიძე, რეჟისორის თანაშემწე გრიგოლ თათეიშვილი.

სპექტაკლში ჟანრი ლოლაშვილთან ერთად მონაწილეობენ დათო დარჩია, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ტრისტან სარალიძე, დავით უფლისაშვილი, დარეჯან ხარშილაძე და ნანუკა ხუსკივაძე.

,,ჩემო მკითხველო, ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა, არა, მარტო ის უნდა, რომ დაგანახოს შენი ცუდი, შენი ავი.

ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე – თუ გინდა – მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნებ გენიშნოს რამე.

ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი,” – ასეთია სინოფსისი სპექტაკლისა, რომელიც მაყურებელს გამორჩეულად უყვარს.