9 ოქტომბერი, 2015

ვერკა ჯაჯანიძე გათხოვდა

1verka gatxovdvaმოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე, რომელიც მაყურებელმა პროექტით “ცეკვავენ ვასრკვლავები” გაიცნო, გათხოვდა. ვერკა პროექტში გია სურამელაშვილის, იოანე არაბულის და თორნიკე ტყემალაძის პარტნიორი იყო. პარალელურად კი ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა და საყვარელ ადამიანთან დროის გატარებასაც ასწრებდა.

ვერკას რჩეული ფეხბურთელი ირაკლი შალიკაშვილია. მათ ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში “ცეკვავენ ვარსკვლავების” მსვლელობის დროს გაიცნეს. მეგობრობა და სიმპათიები სიყვარულში გადაიზარდა და ერთწლიანი შეხვედრები ქორწინებით დასრულდა.

წყვილმა ქორწილი უახლოესი მეგობრების წრეში გადაიხადა, ჯვარიც დაიწერა და საქორწილო სუფრა რესტორან “რივერსაიდ ბაბილოში” გაშალა.