Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უცნობი ავადაა

20 ოქტომბერი, 2015

1ucnobi“სირცხვილია”, “ჩვენებური სიმღერა”, “ზამთარი ერთად გადავაგოროთ”, “ვაგონი მიქრის”, “მოდის, მოღელავს ჩვენი დროება”, “კუნძული”, “ქვეყანაშია ფერები მუქი”, “დედა ენა”, “ტაია”, “რა სიბნელეა”, “ველოდები მზეს”, “არ დაიჯერო” – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც უცნობმა, იგივე გია გაჩეჩილაძემ იმღერა და თავისი ორიგინალურობით მსმენელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

მომღერალი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ გამოჩნდა საზოგადოებაში. მან რუსთაველის თეატრში უცნობის ხელწერისთვის დამახასიათებელი შოუ წარმოადგინა და ისევ გაქრა.

ამჯერად გია გაჩეჩილაძე კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ არა თავისი ახალი სიმღერით ან კლიპით, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. უცნობი ავადაა, მას ჯანმრთელობა იმდენად გაურთულდა, რომ გერმანიაში გამგზავრება და გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება მოუწია. მომღერალმა საკმაოდ მძიმე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და საქართველოში უკვე დაბრუნდა.