Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უპრეცედენტო შემთხვევა უკრაინულ იქს ფაქტორში

4 ოქტომბერი, 2015

1nini-nucubidzeუკრაინული იქს ფაქტორის ჩაწერები დასრულებულია. მის მონაწილეებს კი მაყურებელი ეტაპობრივად ეცნობა. მათ შორის ბევრი ქართველია და თითქმის ყველა ახერხებს ჟიურის წევრების აღტაცებას.

შემთხვევა, რომელიც პროექტის მეშვიდე ქასტინგის დროს მოხდა, ნამდვილად უპრეცედენტოა. უკრაინულ იქს ფაქტორში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 15 წლის ქართველმა მომღერალმა ნინი ნუცუბიძემ. ნინის ქართველი მსმენელი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან იცნობს.

უკრაინულ იქს ფაქტორში მან Michael Jackson-ის “Who’s Loving You” შეასრულა. ნინიმ იმდენად მოხიბლა ჟიური, რომ бумбокс-ის წევრმა ანდრეი ხლივნუკმა აღარ აცადა კოლეგებს აზრის გამოთქმა და პირდაპირ ოქროს ღილაკს დააჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინი ნუცუბიძე უკვე ფინალისტია და სხვა ტურების გავლა აღარ მოუწევს.