30 ოქტომბერი, 2015

უკანასკნელი საჩუქარი მედეა ძიძიგურისთვის

medea-dzidziguri”ისევ მიდიხარ”, ”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული”, ”სანთლები”, ”ჭაღარა” – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც გამორჩეული და განუმეორებელი ხმით ასრულებდა მედეა ძიძიგური.

ცნობილ მომღერალს მისმა ერთგულმა მსმენელებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა უკანასკნელი საჩუქარი გაუკეთეს.

ასოციაციამ „კულტურათა დიალოგი XXI“ არაჩვეულებრივი მომღერლის ხსოვნას პატივი ორიგინალურად მიაგო და გამოსცა ალბომი “აღარასოდეს განმეორდები”.

ალბომის სახელწოდება მედეა ძიძიგურის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის სათაურია. მასში მომღერლის მიერ შესრულებული 27 სიმღერაა შეტანილი. ალბომის პრეზენტაცია ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა.