31 ოქტომბერი, 2015

უკანასკნელი საჩუქარი ლატავრა ფოჩიანს

1latavra1ანსამბლ “სუხიშვილების” გამორჩეულ მოცეკვავეს ლატავრა ფოჩიანს ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელი საჩუქარი მიუძღვნა. 4 წლის წინ 72 წლის ასაკში გარდაცვლილი მოცეკვავე ქართული ცეკვის დედოფლად იყო აღიარებული და ის წლების განმავლობაში შეუცვლელი მოცეკვავე იყო ანსამბლში.

ლატავრა ფოჩიანმა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსებულ ანსამბლში იმ პერიოდში იცეკვა, როდესაც ანსამბლი წარმატების პიკში იყო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კონცერტებს სრული ანშლაგებითა და ტრიუმფით მართავდა.

თბილისში გაიხსნა სახელოვანი ქართველი მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, მედიცინის დოქტორის ლატავრა ფოჩიანისა და მისი მეუღლის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის კიაზო ნადარეიშვილის მემორიალური დაფები.

მოცეკვავის სახლთან შეკრებილმა მეგობრებმა და კოლეგებმა ლატავრა ფოჩიანის გამორჩეულ ნიჭზე ისაუბრეს. მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ევროპული ფოლკლორული ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი ნიკოლოვ კალოიანი.