16 ოქტომბერი, 2015

თბილისის საბალეტო დასს ახალი სოლისტი ჰყავს

1sabaleto-dasiთბილისის საბალეტო დასმა 164-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გახსნა. მოცეკვავეებმა ორი ბალეტის პრემიერა შესთავაზეს მაყურებელს – ჯორჯ ბალანჩინის სიმფონია დო მაჟორი და მიხეილ ფოკინის ვარდის აჩრდილი, სადაც პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა იცეკვა.

საბალეტო დასი მორიგ სპექტაკლებს 21 და 22 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრში გამართავს. მოცეკვავეები უკვდავ საბალეტო კლასიკას ლუდვიგ მინკუსის “დონ კიოხტს” წარმოადგენენ.

ორივე სპექტაკლს სოლისტების სხვადასხვა შემადგენლობა იცეკვებს. 21 ნოემბერს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და იონენ ტაკანო, 22 ნოემბერს კი ნუცა ჩეკურაშვილს პარტნიორობას გაუწევს და სცენაზე ბაზილის პარტიას პირველად იცეკვებს ქართული საბალეტო დასის ახალი სოლისტი ფრენკ ვან ტონგერენი, რომელიც ქართველ მოცეკვავეებს ჰონგ-კონგის საბალეტო კომპანიიდან შეუერთდა.