30 ოქტომბერი, 2015

თბილისის კინოთეატრში ჭერი ჩამოინგრა

1kaveaთბილისის კინოთეატრში ჭერი ჩამოინგრა.

ამის შესახებ შეტყობინება ,,112“-ში შევიდა. შემთხვევის შედეგად დაზარალდა ერთი ქალბატონი, რომელიც შველას ითხოვდა.

ორი სამაშველო და სახანძრო ჯგუფის მაშველებმა ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანება, შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანეს. მეხანძრეებმა და მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციაც მოახდინეს.

შემთხვევა სავაჭრო ცენტრ “ისთ პოინტში” მდებარე კინოთეატრ “კავეას” მოსაცდელში მოხდა.