Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამარ მეფე რჩეულთა შორის დასახელდა

28 ოქტომბერი, 2015

1tamariსაქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მეფე – თამარი რჩეულთა შორის დასახელდა. მეცნიერებმა გამოავლინეს იმ ქალთა ვინაობა, ვინც მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა და თავისი სიმამაცითა და გონებამახვილობით გაითქვა სახელი.

Tamar of Georgia – თამარ მეფე – დაიბადა სამეფო ოჯახში და გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით. მამის გარდაცვალების შემდეგ, თამარი გახდა მეფე და არა დედოფალი, მან გააძლიერა თავისი ქვეყანა და სრული პასუხისმგებლობით მართავდა ქვეყანას ოქროს ხანაში. თამარ მეფემ ქვეყნიდან გააძევა თავისი პირველი ქმარი იმის აგმო, რომ მას გადატრიალების მოწყობა და ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურდა.

Ahhotep I – აჰოტეპ I  – დედოფალი ძველ გევიპტეში, რომელმაც 90 წლამდე იცოცხლა. მან ჩამოაყალიბა დინასტია, რომელიც ეგვიპტეს რამდენიმე თაობის პერიოდში მართავდა.

Trưng Sisters – დები ჩინგები – ვიეტნამელი ეროვნული გმირები. ისინი ხელმძღვანელობდნენ აჯანყებას ჩინეთის დინასტიის ხანის წინააღმდეგ, რომელიც ვიეტნამის ისტორიაში პირველ საერთო სახალხო ომად იქცა.

Tang Sai’er – ტენგ სეიერი – ჩინელი მეომარი ქალი, რომელმაც მამის მოკვლისთვის შურისძიება გადაწყვიტა. მან პირადად შეკრიბა ადგილობრივი მოსახოლეობისგან ჯარი და წინ გაუძღვა მტერთან საბრძოლველად. გამარჯვების შემდეგ ქალაქს, რომელშიც მეომარი ქალი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

Tomoe Gozen – ტომოე გოზენი – ომის ვეტერანი, უბადლო მხედარი და სამურაი. ლეგენდის მიხედვით, ის გათხოვდა მამაკაცზე, რომელიც ბრძოლაში დაამარცხა.

Elizabeth Stokes – ელისაბედ სთოუქსი – ქალი მოკრივე, რომელმაც სახელი გაითქვა შიშველი ხელებით ბრძოლით. მან თავისი მოწინააღმდეგე ჰანა ჰაიფილდი 22 წუთიან ბრძოლაში დაამარცხა და მთელი ამ ხნის განმავლობაში შიშველი ხელებით ჩხუბობდა.

Louise Élisabeth Vigée Le Brun – ლუიზა ელიზაბეტ ვიზე ლებრენი – იმ პერიოდისთვის სკანდალური მხატვარი. ის ხატავდა გაღიმებულ ადამიანებს, რომლებსაც კბილები უჩანდათ. ამას კი კანონი კრძალავდა. მან მოახერხა და საფრანგეთის რევოლუციის დროს თავი რუსეთს შეაფარა, სადაც აქტიურად განაგრძო საყვარელი საქმიანობა.

Juana Galán – ჯუანა გალანი – მეომარი. როცა მის ქალაქს თავს ნაპოლეინი დაესხა, მან შეკრიბა მანდილოსნები საბრძოლველად. ისინი ფრანგ ჯარისკაცებს თავზე ცხელ ზეთსა და წყალს ასხამდნენ, ჯოხებით, რკინის ჭურჭლით ებრძოლებოდნენ. მათმა მონდომებამ შედეგი მოიტანა და ფრანგი ჯარისკაცები ამ ომში დამარცხდნენ.

Lydia Darragh – ლიდია დაგარი – ამერიკული რევოლუციის დროს, მის სახლში დასახლდნენ ინგლისელი ოფიცრები. კარადაში დამალული ლიდია დიდი ძალისხმევის შედეგად ახერხებდა ინგლისელების გეგმების გაგებას ამერიკელებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. მან ინგლისელების გეგმები გენერალ ვაშინგტონს გადასცა და მათი გეგმებიც ჩაიშალა.

LOZEN – ლოზენი – აპაჩი მეომარი. ის თავგამოდებით იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. დაეხმარა ბავშვებს და ქალებს გაქცეოდნენ ამერიკულ ჯარებს და ბოლომდე იბრძოდა ჯერონიმოსთან ერთად. ლოზენი ტყვედ ჩავარდა და ტყვეობაშივე გარდაიცვალა.

Josephine Baker – ჟოზეფინა ბეიკერი – ის ყოველთვის აპროტესტებდა რასიზმს ამერიკაში. წავიდა საფრანგეთში და თავისი პოპულარობის გამოყენებით შეაგროვა ინფორმაცია ნაცისტი ჩინოვნიკების გეგმების შესახებ, რაც შემდეგ ფრანგულ მხარეს გადასცა.

Night Witches – ღამის ალქაჯები – რუსი მფრინავები, რომლებმაც ასობით მისია წარმატებით განახორციელეს და გერმანელი დამპყრობლები გაანადგურეს. ისინი მტრის სივრცეში შეღწევისას საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავდნენ, ძრავებს რთავდნენ, რომ მაქსიმალურად უხმაუროდ დაებომბათ მტრის ტერიტორია.

Parisa Tabriz – პარისა ტებრიზი – ჰაკერი სახელწოდებით “თეთრი შლაპა”, მუშაობს გუგლში და იცავს ყველა დაუცველ ინფორმაციას. მისი წყალობით მოპარვისგან დაცულია მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები. ის ლიდერია იმ 30 ექსპერტისგან შემდეგარ გუნდში, სადაც მხოლოდ მამაკაცები არიან.